უკრაინაში საქართველოს საელჩოში პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

16 თებერვალს უკრაინაში საქართველოს საელჩოში მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობას, ხერსონის და სკადოვკის საზღვაო სავაჭრო პორტების ინფრასტრუქტურული ობიექტების მოდერნიზაციას და მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდას. ამ პროექტის ფარგლებში მოხდება სატრანსპორტო კორიდორის შექმნის: კლაიპედა-ბელორუსია-ხერსონი-ტრაბზონი-საქართველო-ბაქო განხილვა.

ღონისძიება ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიწყება და მას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე გახსნის.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები უკრაინაში – აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან, ლიტვიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, თურქეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, სუამის წარმომადგენლები, უკრაინის სახალხო დეპუტატები, ევროპის რესკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელი უკრაინაში, ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ხერსონის მერი, სკადოვსკას მერი და “ხერსონის საზღვაო სავაჭრო პორტის” აღმასრულებელი დირექტორი, პროექტის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ბიზნესის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიდოდო გუგეშაშვილი – მე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმები ვართ, ამას იმიტომ ვამბობ, რომ კუდების გამობმა მოინდომეს
შემდეგი სტატიალეილა აბაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა