უკრაინაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებთან ერთად ობიექტური მიზეზების გამო „ევროპელი სოციალისტები“ ვერ წავლენ – ინჯია

ოპოზიციონერი დეპუტატი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ უკრაინაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებთან ერთად ობიექტური მიზეზების გამო „ევროპელი სოციალისტების“ წევრები ვერ წავლენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს ინჯიამ განუცხადა, საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, წავლენ თუ არა.

„შეიძლება, ჩვენი ერთი წარმომადგენელი იყოს, მაგრამ ეს პერიოდი რაღაც ობიექტურ მიზეზებს დაემთხვა, რაც საშუალებას არ გვაძლევს, რომ თავისუფლად ვიმოქმედოთ. ჩვენ ოთხნი ვართ და აქედან სამი წარმომადგენელი არ არის თბილისში. ჩვენ ვლოცულობთ, რომ უკრაინელი ხალხი და უკრაინა გადარჩეს. უკრაინაში ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოვდივართ“. – განაცხადა ინჯიამ.

banner
წინა სტატიაშიეს არის ჩვენთვის კიდევ ერთი მაგალითი, რა ღრმა ორმოში ვართ ჩავარდნილები – ბოკერია კობახიძის განცხადებაზე
შემდეგი სტატიარადაში პრორუსული ფრაქციის, „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ საქმიანობა შეაჩერეს