უკრაინაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც 2005 წელს თბილისში ჩადენილი მკვლელობის საქმეზე იძებნებოდა

უკრაინაში სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ საქართველოში მკვლელობა ჩაიდინა.

უკრაინის ერონული პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულს რვა წლის განმავლობაში საერთაშორისო მასშტაბით ეძებდნენ.

სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ოდესაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პრიმორსკის სასამართლომ მისი 40 დღით დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მოქალაქის ექსტრადირების საკითხი უნდა გადაწყდეს.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, 35 წლის მამაკაცს საქართველოს პოლიცია 2005 წელს, თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობის საქმეზე ეძებს. 2011 წელს მისი სახელი და გვარი ინტერპოლსაც გადაეცა.

banner
წინა სტატიაში“რეპრესიული პოლიტიკა გრძელდება” – ნარკომომხმარებლების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები
შემდეგი სტატიაგაგებაში არ ვარ – კალაძეის განცხადებით ყურის მოჭრით დასჯილი “გლობუსას” შესახებ არაფერი იცის