11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

უკრაინაში სააღდგომო ზავის რეჟიმი ამოქმედდა

უკრაინაში სააღდგომო ზავის რეჟიმი ამოქმედდა. სააღდგომო ზავის ამოქმედების შესახებ აცხადებენ რუსეთშიც.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, თავდაცვის ძალებმა მიიღეს დავალება, იმოქმედონ სარკისებური პასუხის პრინციპით: სიჩუმე — სიჩუმის საპასუხოდ, შეტევა — შეტევის საპასუხოდ.

სამხედროებს ასევე დაევალათ, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება ნებისმიერ პროვოკაციაზე. ცეცხლის შეწყვეტა შეთანხმების მიხედვით ხვალ, 12 აპრილის დღის ბოლომდე გასტანს.

banner
წინა სტატიაშიAssociated Press: აშშ-ის და ირანის ოფიციალური პირები ისლამაბადში პაკისტანელ შუამავლებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიატრამპი: ახლა ჰორმუზის სრუტის გაწმენდის პროცესს ვიწყებთ