24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

უკრაინაში რუსულმა ძალებმა ავტობუსს დაარტყეს, რომელსაც 40-მდე ბავშვი გადაჰყავდა

უკრაინაში, კერძოდ, დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსულმა ძალებმა ავტობუსს დაარტყეს, რომელსაც 40-მდე ბავშვი გადაჰყავდა – არიან დაშავებულები.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას ინფორმაციით, ბავშვებმა ავტობუსიდან გადმოსვლა მოასწრეს და ამჟამად მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ. დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს 10 წლის ბიჭი. დაშავებულია 5 ზრდასრულიც, მათგან ერთი მძიმედ.

რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა დაშავებულების ადგილსამყოფელი, ან იყვნენ თუ არა ისინიც ავტობუსის მგზავრები.

banner
წინა სტატიაშიეთიკის ქარტია: ჟურნალისტობა დღეს საქართველოში სახიფათო პროფესიაა
შემდეგი სტატია“საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, როდესაც ჩვენ დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ”- ბოჭორიშვილი ერევანში შეხვედრაზე