17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

უკრაინაში რუსული „შაჰედების“ წინააღმდეგ ახალი ჩამჭერი დრონი გამოცადეს

უკრაინაში რუსული „შაჰედების“ ტიპის დრონების წინააღმდეგ განკუთვნილი ახალი ჩამჭერი დრონის გამოცდა წარმატებით ჩატარდა,-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის, მიხაილო დრაპატის მოხსენების შემდეგ გავრცელდა.

ზელენსკის განცხადებით, გამოცდის დროს ჩამჭერმა დრონმა რუსული „შაჰედის“ წარმატებით ჩაჭერა შეძლო. თუმცა, პრეზიდენტის თქმით, სისტემის მართვის გარკვეული ასპექტები დამატებით დახვეწას საჭიროებს.

„ვაგრძელებთ მუშაობას — ჯერ კიდევ საჭიროა გარკვეული დრო“, — განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინა ბოლო პერიოდში აქტიურად ავითარებს იაფი ჩამჭერი დრონების ტექნოლოგიას, რათა რუსული კამიკაძე-დრონების მასშტაბურ თავდასხმებთან ბრძოლა უფრო ეფექტიანი და ნაკლებად ხარჯიანი გახადოს.

banner
წინა სტატიაშიომში რუსეთის გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი დაიღუპა
შემდეგი სტატიაევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ალდეს“ ჯგუფი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს