უკრაინაში რუსული გემის კაპიტნის დაკარგვის გამო საქმე აღიძრა

უკრაინაში, ზაპოროჟიის ოლქში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ყირიმული გემის “ნორდი”-ის კაპიტნის ვლადიმირ გორბენკოს დაკარგვის გამო, რომელსაც უკრაინული მხარე არაკანონიერ თევზჭერაში და ანექსირებულ ყირიმში შესვლასთან დაკავშირებით სდებდა ბრალს – “ბიბისი” წერს.
გორბენკო დაკარგვისას თავისუფლებაზე იყო – ის გირაოთი იყო გაშვებული. გამოძიების პერიოდში ის საკუთარი ნათესავის სახლში იყო გაჩერებული.
გორბენკოს ადვოკატმა 28 იანვარს გაავრცელა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კავშირზე არ გამოდის. ადვოკატის თქმით, მომხდარი, სავარაუდოდ, უკრაინულ სპეცსამსახურებს უკავშირდება. უკრაინის უშიშროების სამსახურებმა გუშინ გაავრცელეს, რომ ისინი მომხდართან დაკავშირებული არ არიან.
თევზსაჭერი გემი უკრაინელმა მესაზღვრეებმა 2018 წლის 25 მარტს აზოვის ზღვაში დააკავეს. ის რუსეთის დროშის ქვეშ ცურავდა. ეკიპაჟის ყველა წევრს ქერჩში აღებული რუსული პასპორტი ჰქონდა, მაგრამ კიევმა განაცხადა, რომ ისინი მეზღვაურებს უკრაინის მოქალაქეებად თვლიან. ეკიპაჟის ათი წევრი ჯარიმის გადახდის შემდეგ რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული უკრაინელ მეზღვაურებში გაცვალეს.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატს სიჩქარის გადაჭარბების გამო ციხეში აგზავნიან
შემდეგი სტატიათაფლის ტენდერში მონაწილე რუსულ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა