უკრაინაში რუსული აგენტურის ქსელი აღმოაჩინეს

უკრაინის უშიშროების სამსახურებმა განაცხადეს, რომ ნიკოლაევსკის ოლქში რუსული სამხედრო დაზვერვის ქსელი აღმოაჩინეს – 27 დეკემბერს “უკრაინსკაია პრავდა” წერს. ქსელის ხელმძღვანელი 1961 წელს დაბადებული უკრაინის შეიარაღებული ძალების პირველი რანგის, ამჟამად გადამდგარი კაპიტანი იყო, რომელსაც, ასევე, რუსული პასპორტი აქვს. სავარაუდოდ, კაპიტნის გადაბირება სევასტოპოლში რუსეთის გენშტაბის თანამშრომლის მიერ მოხდა, რომელიც არა ერთხელ იყო ყირიმში აგენტების შეხვედრაზე. კაპიტანი მოსკოვისთვის ოჩაკოვსკის სამხედრო ბატალიონის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა, მათ შორის, აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ ცნობებს – ბრიფინგზე უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ვლადიმირ ნასტიუკმა განაცხადა. მისი თქმით, აგენტურის მიზანი რეგიონში დესტაბილიზაციის პროვოცირება იყო.

banner
წინა სტატიაშივენაში ეკლესიას დაესხნენ თავს
შემდეგი სტატიამარინე ჩიტაშვილი – მურუსიძე ეკუთვნის იმ კატეგორიას, რომელიც ხელს ყველაფერზე მოაწერს და წყნარი სინდისით დაიძინებს იმის კვალობაზე, რომ კანონი აღასრულა