უკრაინაში რუსულ არმიას სავარაუდოდ, ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – ISW

რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური დირექტორატის ამჟამინდელი დირექტორი გენერალი გენადი ჟიდკო სავარაუდოდ, უკრაინაში რუსულ არმიას ხელმძღვანელობს. ინფორმაციას ომის კვლევების ინსტიტუტი ავრცელებს.

მანამდე, 26 მაისს დაზვერვამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჟიდკომ შეცვალა სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაური ალექსანდრე დვორნიკოვი უკრაინის გენერალური მეთაურის თანამდებობაზე. ომის კვლევის ინსტიტუტი წერს, რომ ამ დროისთვის ორგანიზაცია ინფორმაციას დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს.

რუსული არმიის გენერლის, ალექსანდრე დვორნიკოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ISW-მ ინფორმაცია 21 ივნისს გაავრცელა. ორგანიზაციის ცნობით, 26 ივნისს, რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს უკრაინაში რუსული სახმელეთო ჯარების შემოწმების დროს, ჟიდკო შოიგუს გვერდით იჯდა. ორგანიზაციის თქმით, ჟიდკოს ადგილი სავარაუდოდ, ამ ცვლილებებს ადასტურებს.

banner
წინა სტატიაშიმცხეთა-მთიანეთიდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანისთვის სპეციალური ღონისძიება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა