უკრაინაში რუსულ აგრესიას უკვე 345 ბავშვი ემსხვერპლა

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 345 ბავშვია დაღუპული, 644-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში -345, კიევის ოლქში – 116, ხარკოვის ოლქში – 185, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 53, ზაპოროჟიეს ოლქში – 31, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16, ჟიტომირის ოლქში -15.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 102 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 202 სრულად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი აბიტურიენტებს – მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ, თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ გზას ცხოვრებაში, ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში, რომ თქვენი შრომა ჩვენს ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენს პირად წინსვლასა და კეთილდღეობას
შემდეგი სტატიალისიჩანსკის შემდეგ, რუსეთი კონცენტრირებული იქნება დონეცკის რეგიონის აღებაზე – ბრიტანეთის დაზვერვა