უკრაინაში რუსულ აგრესიას 324-მდე ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 324-მდე გაიზარდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულია 592-ზე მეტი არასრულწლოვანი.

ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 307, ხარკოვის ოლქში – 175, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 54, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 48, ზაპოროჟიეს ოლქში – 30, სუმის ოლქში – 17.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 052 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 210 მთლიანად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ერთობლივი პროექტი „ევროპული არდადეგები“ დაიწყო
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარი – ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს… პოლიტიკური გაერთიანების დროა