უკრაინაში რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 323-მდე გაიზარდა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 323-მდე გაიზარდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულია 583-ზე მეტი არასრულწლოვანი.

ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 301, ხარკოვის ოლქში – 170, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 54, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 48, ზაპოროჟიეს ოლქში – 30, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16, ჟიტომირის ოლქში -15.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 028 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 209 მთლიანად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

banner
წინა სტატიაშიგერმანია დროულად გადასცემს უკრაინას მძიმე იარაღს, რათა მან შეძლოს მისი გამოყენება დონბასისთვის ბრძოლაში
შემდეგი სტატიაყაზახეთი ე.წ. ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას არ აპირებს