უკრაინაში რუსი ოკუპანტების თავდასხმებს უკვე 243 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 446-ზე მეტი

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 243 ბავშვია დაღუპული, 446-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 153, კიევის ოლქში – 116, ხარკოვის ოლქში – 111, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 52, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 47, ზაპოროჟიეს ოლქში – 29, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16 – ჟიტომირის ოლქში -15.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 937 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 181 მთლიანად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის 2022 წლის სტიპენდიანტი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აეროკოსმოსური ინჟინერიის მიმართულებით ისწავლის
შემდეგი სტატიათბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს