უკრაინაში, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ლაშა ბროლაძე სამშობლოში ჩამოასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპული გმირის ცხედარს ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ. აეროპორტში შეკრებილებმა ლაშა ბროლაძის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ მებრძოლს 20 ოქტომბერს, მშობლიურ გურიაში — ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში დაკრძალავენ.














