უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სულ მცირე 20 ჟურნალისტი დაიღუპა

უკრაინაში ომს სულ მცირე 20 ჟურნალისტი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნულმა კავშირმა გაავრცელა.

უწყებამ ჟურნალისტების სიაც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ის მხოლოდ გენერალური პროკურატურის მიერ დადასტურებულ შემთხვევებს მოიცავს. გარდაცვლილებს შორის არიან უცხოელი ჟურნალისტებიც.

გარდაცვლილებს შორის ასევე არიან მედიის ის წარმომადგენლებიც, რომლებმაც ომის დაწყების შემდეგ ხელში იარაღი აიღეს და რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

გაერთიანება ჟურნალისტების წინააღმდეგ რუსეთის ომის დანაშაულებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – სრული სიცრუეა, თითქოს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პოლიტპატიმრებად იყვნენ მოხსენიებული სააკაშვილი, მელია და რურუა, საკუთარი პარტიების გარდა, მათ პოლიტპატიმრებად არავინ მოიხსენიებს
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – ირაკლი კობახიძე შეეცადა, რიგით მოვლენად გაესაღებინა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რაც არ გამოვა