უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 ივნისამდე პერიოდში, ომში 10 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა – არესტოვიჩი

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 ივნისამდე არსებული მონაცემებით, ომში 10 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველზე, ალექსეი არესტოვიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე თქმით, უკრაინული მხარე ამბობს, რომ ყოველდღიურად ომში დაახლოებით 100 უკრაინელი სამხედრო იღუპება.

ამასთან, არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის დანაკარგი გაცილებით დიდია. უკრაინის მთავრობის შეფასებით, ომის დაწყებიდან დღემდე დაღუპულია 30 000 რუსი სამხედრო.

რუსეთის მთავრობა დაღუპული სამხედროების შესახებ ოფიციალურ მონაცემებს 25 მარტის შემდეგ არ აქვეყნებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ომში 1 351 რუსი სამხედრო დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ფედერაციის გენერალურ შტაბში განწყობა უარესდება, შტაბში წმენდა დაიწყო – ჟდანოვი
შემდეგი სტატიადნეპრში სპეცსამსახურებმა რუსი აგენტი დააკავეს