უკრაინაში რუსეთის შეჭრას „დამანგრეველი შედეგები“ აქვს რუსეთის ხელმძღვანელობაზე – ბერბოკი

უკრაინაში რუსეთის შეჭრას „დამანგრეველი შედეგები“ აქვს რუსეთის ხელმძღვანელობაზე, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბაერბოკმა ორშაბათს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე განაცხადა.

”ჩვენ ვხედავთ რუსული აგრესიული ომის დამანგრეველ შედეგებს პუტინის ძალაუფლების სისტემაზეც”, – განაცხადა ბერბოკმა და დასძინა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ”თავდასხმას აყენებს საკუთარ თავს”.

„ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ ბზარებს რუსეთის პროპაგანდაში. ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთში მიმდინარე მოვლენებს“, – აღნიშნა ბერბოკმა.

მისი თქმით, რუსეთში „ძალაუფლებისთვის შიდა ბრძოლა” მიმდინარეობს, რაშიც გერმანია არ ერევა.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა იყო “მხოლოდ ერთი მოქმედება ამ რუსულ სპექტაკლში”.

„აშკარად ვხედავთ, რომ ამან ასევე გამოიწვია ძალაუფლებისთვის ბრძოლა რუსეთში. ამიტომ გაურკვეველია, სხვა რა მოქმედებები მოჰყვება ამ სპექტაკლში“, – დასძინა ბერბოკმა.

banner
წინა სტატიაშიხელმოცარული ოპოზიციის მოწოდებებს: „აბა, ჯარები განათავსეთ“, „უშიშროების საბჭო მოიწვიეთ“, აჰყვა პრეზიდენტიც – უფუნქციოდ არის დარჩენილი ქალი და რა ქნას, არ იცის – ზარქუა
შემდეგი სტატიაარ შეიძლება, ე.წ. უსაფრთხოების ექსპერტის უადგილო იდეებს აჰყვეს სახელმწიფო ინსტიტუტი, უსაფრთხოების საბჭო პრემიერის სათათბირო ორგანოა და თავად გადაწყვეტენ, როდის სჭირდებათ შეკრება – პაპუაშვილი