უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 347-მდე გაიზარდა

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 347 ბავშვია დაღუპული, 646-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში -347, ხარკოვის ოლქში – 186, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ნიკოლაევის ოლქში – 53, ხერსონის ოლქში – 52, ზაპოროჟიეს ოლქში – 31.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 108 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 215 სრულად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

წინა სტატიაშიბერბოკი – არ შეიძლება იმის დაშვება, რომ რუსეთმა „დიდი ოცეულის“ სამიტი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს
შემდეგი სტატიადონეცკის რეგიონში რუსებმა გასულ დღეს 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, დაშავდა 2 – კირილენკო