უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 217 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 390-ზე მეტი

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე 217 ბავშვი დაიღუპა, 391 კი დაშავდა.

უწყების ცნობით, ბავშვების უმეტესობა დონეცკის, კიევისა და ხარკოვის რეგიონებში დაშავდა.

ამასთანავე, ორშაბათს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა გამოაქვეყნა მონაცემები ომში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ. მათი ცნობით, სულ უკრაინაში 2 665 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათგან 195 ბავშვი.

მონაცემები საბოლოო არაა, რადგან საბრძოლო მოქმედებები სხვადასხვა რეგიონში ამ დრომდე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის გენშტაბი – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 70-ზე მეტი ოკუპანტი და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს
შემდეგი სტატიადიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა უკრაინაში ომის გამო მარცვლეულის მოსავლის 20 პროცენტით შემცირებას პროგნოზირებს