უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად191 ბავშვი დაიღუპა

უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან 191 ბავშვი გარდაიცვალა და 349 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი უკრაინის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისის ინფორმაციით, რამდენიმე ბავშვი ბოლო დღეებში, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთით განხორციელებულ დაბომბვებს ემსხვერპლა.

მათივე ინფორმაციით, 16 წლის გოგონასა და 10 წლის ბიჭის დამწვარი ცხედარი კიევის ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ ბოროდიანკასა და დასავლეთ უკრაინაში, კოროლევკაში იპოვეს.

ამასთან, ხარკოვში მიმდინარე დაბომბვების შედეგად, მსხვერპლს შორის ბავშვებიც არიან. ხერსონში კი – საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, 15 წლის გოგონა მძიმედ დაშავდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 266 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გარდაიცვალა 2 პაციენტი
შემდეგი სტატიაუკრაინაში დღეს ჰუმანიტარული დერეფნები არ გაიხსნება