უკრაინაში რუსეთის აგრესიას 197 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკვე 197 ბავშვია დაღუპული, 351-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

უწყების ცნობით, ბუჩაში მიმდინარე საგამოძიებო პროცესის ფარგლებში ნახეს 4 და 10 წლის ბავშვების ცხედრები, რომლებსაც დაზიანებები აქვთ, ასევე, 17 წლის ბიჭის ცხედარი, რომელიც დაწვეს.

კრამატორსკის სადგურის დაბომბვის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 7-მდე გაიზარდა – ორი ბავშვი საავადმყოფოში გარდაცვალა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 014 სასწავლო დაწესებულება, აქედან 91 მთლიანად განადგურდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 237 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გარდაიცვალა 2 პაციენტი
შემდეგი სტატიახვიჩია – მინდა, პაპუაშვილის ვიზიტის ფარგლებში ისე მოხდეს, რომ ზედმეტი მოძრაობები არ იყოს არც ოპოზიციის მხრიდან და არც ხელისუფლებიდან