უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა

უკრაინაში ძლიერი შეტაკების დროს 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ქართველ სამხედროებს საკმაოდ ცხელ წერტილში წერტილში მოუწიათ ოკუპანტებთან ბრძოლა. ერთ-ერთი დაჭრილის თქმით, ყველა გადარჩა და დანაკლისი არ აქვთ. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.

რაც შეეხება უკრაინაში ქიმიური ნივთიერება “ზარინით” მოწამლულ 6 ქართველ მებრძოლს, მათგან 2-ის, ნადიმ ხმალაძის და ვაჟა ცერცვაძის მდგომარეობა ამ დრომდე საყურადღებოა. ისინი კვლავ ჰოსპიტალში რჩებიან.

მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მათ ქვეყანაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. ქართველ მებრძოლებს მოწამვლის შედეგად შინაგანი ორგანოები აქვთ დაზიანებული, რასაც ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია სჭირდება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკიმ ჯორჯ ბუში უკრაინაში მიიწვია