უკრაინაში რეზერვისტების მასობრივი გამოძახება დაიწყო

უკრაინაში რეზერვისტების მასობრივი გამოძახება დაიწყო

2 (2)უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეზერვისტების მასობრივი გამოძახება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 8 ათასი ადამიანი მომზადებას გაივლის – ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გაწვევა ორ ეტაპად ჩატარდება: 3-15 სექტემბერს და 12-24 სექტემბერს. სულ 9 დანაყოფი შეიქმნება. ასევე აზუსტებენ, რომ ნაწილების დაკომპლექტება მუდმივი დისლოკაციის პუნქტებში მოხდება, პრაქტიკული ნაწილი კი პოლიგონებში ჩატარდება.
სწავლების მთავარი მიზანია ნაწილების ოპერატიული მექანიზმის შემუშავება და აგრესიის შემთხვევაში რეზერვის ძალებთან გაერთიანება” – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ დროისთვის, უკრაინაში დაახლოებით 85 ათასი რეზერვისტია დარეგისტრირებული.

banner
წინა სტატიაშისავჩენკომ რუსეთს “უკრაინის მტერი” უწოდა
შემდეგი სტატიაამერიკელ ჟურნალისტებს ობამას ჩინეთში ჩასვლა არ გააშუქებინეს