დღეს უკრაინაში ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის დღეა. მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში მდებარე დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„ყოველწლიურად 29 აგვისტოს ჩვენ უკრაინისთვის, მისი დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, მთლიანობისთვის და უკრაინის უფლებისთვის, თავისუფალ ერებს შორის ყოფნის შესაძლებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივს მივაგებთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.