უკრაინაში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი რამაზ ციკორიძე დააკავეს

უკრაინის პოლიციამ კიევის ოლქში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი რამაზ ციკორიძე, ზედმეტსახელად „რამაზ ბაღდატსკი“ დააკავა.

როგორც კიევის პოლიციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 45 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი კიევში 2011 წელს ჩავიდა. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ის სამართლამდამცველებმა არაერთხელ დააკავეს და უკრაინიდან გააძევეს, რის შემდეგაც ის ქვეყანაში ყალბი საბუთებით ბრუნდებოდა.

ვინაიდან დაკავებულს არ გააჩნია მოქალაქეობა, ის უცხოელების დროებითი მიღების ჩერნიგოვის პუნქტში გადაიყვანეს.

რამაზ ციკორიძის უკრაინიდან გაძევების საკითხი მისი პირადი მონაცემების ოფიციალურად დადგენის შემდეგ გადაწყდება.

banner
წინა სტატიაშიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას სემეკში გაივლიან
შემდეგი სტატიაამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს აძევებს