უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები ლაშა სვანი და უმკა დააკავეს

უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა სვანი დააკავეს. ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური პოლიცია ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, ლაშა სვანთან ერთად კიდევ ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი, უმკა დააკავეს. მათი დაკავება ქალაქ დნეპრში მოხდა. სვანი ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს, ხოლო უმკა აეროპორტში, მაშინ როდესაც ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსი 225-ე მუხლით დაიწყო.

 

 

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთის ქალაქ ატიკში ქურდობის ბრალდებით რამდენიმე ქართველი დააკავეს
შემდეგი სტატიაFreedom House: 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს