უკრაინაში ქართველი და სომეხი ახალგაზრდები მოკლეს

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლის ცენტრში მდებარე კაფე ,,ჯოკერთან,, ახლოს, ცეცხლსასროლი იარღიდან გასროლის შედეგად ქართველი და სომეხი ახალგაზრდები – ზურაბ ონანიზი და სტასის ბადესარიანი მოკლეს.
უკრაინული მედიით გაკეთებულ ინფორმაციაში, ზაპოროჟიეს ოლქის პროკურორი ვალერი რომანოვი აცხადებს, რომ ეს მკვლელობა არ ყოფილა ბანდიტური თავდასხმა ან კრიმინალური გარჩევა… ,,ეს მთვრალი ახალგაზრდების, რომლების ადრე ნასამართლევი არ ყოფილან, ბანალური ხულიგნობა იყო,, აცხადებს ოლქის პროკურორი.
უკრაინის უშიშროების მონაცემებით, 6-მა ახალგაზრდამ საღამოს 20:00 საათზე სპირტიანი სასმელის დალევა დაიწყო და დათრობის შემდეგ, ღამის 03:00 საათისთვის მათ, ერთი გოგონას გამო კონფლიქტი მოუვიდათ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთმანეთს სროლა აუტეხეს, რასაც ქართველი და სომეხი ახალგაზრდები შეეწირა.

banner
წინა სტატიაში“ლევან გაჩეჩილაძე მთავრობის სხდომებს ესწრება და თბილისის მერობას აპირებს”
შემდეგი სტატიაროდის და როგორ დაიწყო „ოცნებამ“ ალასანიას კადრების გადაბირება