უკრაინაში ქართული დიასპორის საინფორმაციო კრიზისცენტრი ამოქმედდა

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინაში ქართველი ემიგრანტების დასახმარებლად, რამდენიმე დღის წინ დიასპორის საინფორმაციო კრიზისცენტრი ამოქმედდა.

ცენტრის შექმნის ძირითადი მიზანი და ფუნქციაა უკრაინაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის სამედიცინო თუ სხვა პრობლემატურ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა. მუშაობს ასევე ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერი, რაც ემიგრანტებისგან, მათი საჭიროებების შესახებ, ზარების მიღების საშუალებას იძლევა. კრიზისცენტრი შესული ზარების მიხედვით სიმძიმის კატეგორიებს და პრიორიტეტებს განსაზღვრავს და შემდეგ მოქმედებს.

კრიზის ცენტრები „ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის“ პროექტია და ის უკვე ფუნქციონირებს ამერიკაში, იტალიაში, გერმანიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში.

banner
წინა სტატიაშიმარნეულიდან შემოყვანილ 62 წლის ქალბატონს ხვალ ჩაუტარდება განმეორებითი ტესტი და კლინიკას რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელებული დატოვებს
შემდეგი სტატიაზუგდიდში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩების დამუშავება მიმდინარეობს