უკრაინაში პოლონეთის საკონსულო დაიხურა

დღეს, 29 მარტს უკრაინაში ყველა პოლონური საკონსულო დაიხურა, წუხელ ლუცკში გენერალური საკონსულოს დაცხრილვის გამო. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყებენ თუ არა დიპლომატიური მისიები ხვალიდან მუშაობას – უკრაინული მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ლუცკის პოლიციამ დაადასტურა, რომ 29 მარტს, დაახლოებით შუა ღამის საათებში პოლონეთის გენერალურ საკონსულოში მინიმუმ ერთი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად შენობის სახურავზე დაახლოებით 2-3 დიამეტრის ხვრელი წარმოიქმნა – წერს “ბიბისი”
ვიცე-კონსულმა კშიშტოფ სავიცკიმ გამოცემას განუცხადა, რომ შენობას ნაღმმტყორცნიდან ესროლეს. მან აღნიშნა, რომ შენობაში იმ დროს ხალხი იმყოფებოდა, “მაგრამ ისინი იმან გადაარჩინა, რომ სროლა ფანჯრიდან 20 სანტიმეტრით მაღლა განხორციელდა”.
ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს თურქეთში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაკიევი პოლონეთის საკონსულოს დაცხრილვაში რუსულ კვალს ხედავს