უკრაინაში პარლამენტის ორ დეპუტატს სახელმწიფოს ღალატში ედება ბრალი

უკრაინაში პარლამენტის ორ დეპუტატს სახელმწიფოს ღალატში ედებათ ბრალი

უკრაინის უშიშროების სამსახურების თანამშრომლებმა 11 მაისს ქვეყნის პარლამენტის დეპუტატის “ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისათვის” წევრის ვიქტორ მედვედჩუკის სახლებში და პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს – ამის შესახებ უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით “დოიჩე ველე” წერს.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ კი საკუთარ “ფეისბუქზე” დაწერა, რომ უკრაინის პარლამენტის ორი დეპუტატისადმი მ-სა და კ-სადმი მოწმის სტატუსი ეჭვმიტანილის სტატუსად შეიცვალა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გენერალურმა პროკურორმა მედვედჩუკი და ტარას კოზაკი იგულისხმა.

გენპროკურორი წერს, რომ მ.-ის ადგილმდებარეობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

დეპუტატები ეჭვმიტანილი არიან რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ეროვნული სიმდიდრის განიავებაში, მათ შორის, საუბარია “უკრაინის წიაღისეულის რესურსების შესახებ მნიშვნელოვანი დოკუმენტების გადაცემასა” და “ყირიმის, როგორც უცხო სახელმწიფოს ნაწილად აღიარებაში”, საუბარია, ასევე, “საინფორმაციო კლოუნების არმიის შექმნაზე, რომელიც საკუთარ ანტიუკრაინულ ინტერესებს ემსახურება”.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიუკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 ათასი რუსი სამხედრო დგას
შემდეგი სტატიაავსტრიელ მამაკაცს საკუთარი ცოლის კოვიდ 19 – ით მიზანმიმართულად დაავადებისთვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს