უკრაინაში ომმა მიუღებელი ზიანი მიაყენა ადამიანებს, ამ ომს გამარჯვებული არ ჰყავს და არ ეყოლება – გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე

უკრაინის ომს გამარჯვებული არ ეყოლება, ომი უნდა დასრულდეს ახლა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ და უკრაინის საკითხებში გაერო-ს კრიზისების კოორდინატომა, ამინ ავადმა განაცხადა.

ავადმა ხაზი გაუსვა მსხვერპლის მასშტაბს, ისაუბრა დანგრეულ სახლებსა და დაკარგულ სამუშაო ადგილებზე. როგორც ამინ ავადმა განაცხადა, სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თითქმის 14 მილიონმა ადამიანმა იძულებით დატოვა სახლები, მათი უმრავლესობა ქალი და ბავშვია.

„ამ ომმა მიუღებელი ზიანი მიაყენა ადამიანებს და მოიცვა სამოქალაქო ცხოვრების პრაქტიკულად ყველა ასპექტი. ამ ომს გამარჯვებული არ ჰყავს და არ ეყოლება“, – აღნიშნა ამინ ავადმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – კანდიდატის სტატუსის მონიჭება არ ნიშნავს წევრობის მინიჭებას; არ უნდა გვეშინოდეს ამ ახალი დემოკრატიების – საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის – ასეთი შეგულიანების, ასეთი მოტივაციის
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილიც „ქართული ოცნების“ ნაწილია, გუნდში ხშირად ხდება გაუგებრობები, მაგრამ ის საქმით არასდროს წასულა „ოცნების“ წინააღმდეგ წასვლა – ხვიჩია