უკრაინის წინააღმდეგ რუსეთში აგრესიის მეორე წლისთავთან დაკავშირებით კიევში ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩავიდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინაში უკრაინელ ხალხთან ერთად რუსეთის აგრესიის წინაშე სიმტკიცე უნდა აღნიშნოს.
„კიევში ვიმყოფები, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეორე წლისთავი აღვნიშნო. და რომ ვიზეიმოთ უკრაინელი ხალხის უდრეკობა და სიმტკიცე.
იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ვდგავართ უკრაინის გვერდით. ფინანსურად, ეკონომიკურად, სამხედრო სფეროში და მორალურად“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინა ევროკავშირის დახმარებას იქამდე მიიღებს, ვიდრე ქვეყანა საბოლოოდ თავისუფალი არ იქნება.
ფონ დერ ლაიენის გარდა, კიევში კანადის, იტალიის და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ.