უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში უფრო მეტ მოქალაქეს მიაჩნია, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეა -NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევა- NDI-ს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში უფრო მეტ მოქალაქეს მიაჩნია, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ასევე, 13%-ით მეტია მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ნატო საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც სჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს და მეტ უსაფრთხოებას მოუტანს, ხოლო შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე;

NDI-ის დაკვირვებით, მეტი მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა ევროკავშირთან უნდა ჰქონდეს. ასევე, გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს.

ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი კი 82%-მდე გაიზარდა;

კვლევა, თბილისში და საქართველოს დიდ ქალაქებში, ორ ეტაპად, 3-დან -15 თებერვლამდე, ასევე 9-დან 20 მარტამდე ჩატარდა; შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 2 ათასზე მეტი რესპოდენტი გამოიკითხა;

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლი არ დაცემულა – ბაიდენი
შემდეგი სტატიააშშ უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებს, მაგრამ არა მექსიკის გავლით – Associated Press