უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო EU-ს დაშორდა – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირს დაშორდა.

კერძოდ კი, საზოგადოების 36%-ის აზრით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველო ევროკავშირს უფრო დაშორდა. 24% თვლის, რომ საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან არ შეცვლილა, 26%-ისთვის კი პირიქით – საქართველო დაუახლოვდა ევროკავშირს.

სოციოლოგიური გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

საველე სამუშაოები სამ ნაწილად ჩატარდა – 3-15 თებერვალსა და 9-20 მარტს შემთხვევითი სატელეფონო გამოკითხვების, ხოლო 15-22 მარტს – ფოკუს ჯგუფების მეშვეობით.

3-15 თებერვალს 2 036 დასრულებული ინტერვიუ (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით) ჩატარდა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%-ია. 9-20 მარტსინტერვიუების რაოდენობა 2 024 იყო (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). ამ შემთხვევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ფოკუსჯგუფებს, ონლაინ-დისკუსიები თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში,
ახალქალაქსა მარნეულში ჩატარდა. თითოეულ ქალაქში ორი ჯგუფი გამოკითხეს.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთმა რუსული არმიის სარდლობას სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატიაუმრავლესობა ეკონომიკის გაუარესებას, პრორუსული ძალების გააქტიურებას, რუსულ აგრესიას ელის – NDI