უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 205 ბავშვი დაიღუპა

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საომარი მოქმედებების შედეგად 205 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაჭრილია 362 ბავშვი.

გენერალური პროკურატურის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ციფრები ზუსტი არ არის, რადგან იმ რეგიონებში, სადაც საომარი მოქმქედებები აქტიურად მიმდინარეობს, მონაცემების გადამოწმება შეუძლებელია.

პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ხერსონის, ნიკოლაევსკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, სუმისა და ჟიტომირის ოლქებში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული მედია – რუსებმა ლვოვზე ხუთი სარაკეტო იერიში განახორციელეს
შემდეგი სტატიაიმუნიზაციის საბჭო კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზის შესახებ იმსჯელებს