უკრაინაში ომის დაწყებიდან 287 ბავშვი დაიღუპა

12 ივნისის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, სულ მცირე 287 ბავშვი დაიღუპა და 508 კი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება.

მათივე ცნობით, ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან ინციდენტების დადასტურება აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთულია.

შემთხვევათა უმეტესობა დონეცკში ფიქსირდება, რასაც ხარკოვი და დედაქალაქი კიევი მოსდევს.

წინა სტატიაშიგახსოვთ, როგორი იმედი ჰქონდა რუსეთს, რომ მთელ დონბასს ხელში ჩაიგდებდა? უკვე 108-ე დღეა, დონბასი დგას – ზელენსკი
შემდეგი სტატიაზურაბ აზარაშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა