უკრაინაში ოლიგარქი იგორ კალამოისკი დააკავეს

“უკრაინსკაია პრავდას” ცნობით, უკრაინის უსაფრთოხების სამსახურმა, ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურომ და გენერალურმა პროკურატურამ ოლიგარქ იგორ კალამოისკის ბრალი წარუდგინეს და დღეს საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

კალამოისკის ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე და 209 -ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება, რაც თაღლითობას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციას (გათეთრებას) გულისხმობს.

გამოძიების თანახმად, კალამოისკიმ 2013-20 წლებში მილიარდ ხუთასი მილიონი გრივნა გაათეთრა და უკრაინის საზღვრებს გარეთ გაიტანა.

banner
წინა სტატიაშიავჭალაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
შემდეგი სტატიაროგორც ჩანს, “ქართული ოცნება” მხოლოდ მოსკოვის ხაზს მიჰყვება – იუკნევიჩიენე იმპიჩმენტზე