უკრაინაში მთვრალმა პოლიციელებმა ხუთი წლის ბავშვი მოკლეს

უკრაინაში ორი პოლიციელი დააკავეს 60 დღით, ისინი ხუთი წლის კირილის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები. კიივის პოლიციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ცენოვმა კი განთავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა და ითხოვა “ყველაზე ცხელ წერტილში, დონბასში” გადაიყვანონ.

ბიჭის მკვლელობის საქმემ უკრაინაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მასზე ვლადიმირ ზელენსკიმაც ისაუბრა. “არანაირი შემსუბუქება. არანაირი მცდელობა იმისი, რომ საქმე ჩაიფარცხოს. ეს ტრაგედია მაგალითი უნდა გახდეს” – ზელენსკიმ საკუთარ “ფეისბუქზე” დაწერა. დღეს, 4 ივნისს აქტივისტებმა შსს-ს განყოფილებებთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციები გამართეს.

შემთხვევა 31 მაისს მოხდა. ხუთი წლის ბიჭი რთული ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდაპირველი ვერსია იყო, რომ “ბიჭი გაუფრთხილებლობით წაიქცა, ქვას დაარტყა თავი, რომლის გამოც თავის ტრავმა მიიღო” სხვა ბიჭებთან თამაშისას. თუმცა, ექიმებმა დაადგინეს, რომ ბავშვს თავში ტყვია აქვს მოხვედრილი. ის გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პროკურატურამ საქმე დააკვალიფიცირა როგორც “წინასწარგანზარხული მკვლელობა”.

დღესვე მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პოლიციელი ივან პრიხოდკო და ვლადიმირ პეტროვეცი დააკავეს. ისინი ამბობენ, რომ ესროდნენ სამიზნეებს და მათ არ უსვრიათ ბავშვის მიმართულებით.

როგორც ადგილობრივმა მედიამ გაარკვია, გამომძიებლების ვერსიით, პარასკევს, სადილის შემდეგ ორი პოლიციელი “ისვენებდა და ალკოჰოლურ სასმელს სვამდა დასახლებული პუნქტის მოპირდაპირედ. დასვენების პერიოდში მამაკაცები შეთანხმდნენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან მეტალის ქილებს და სხვა საგნებს ესროდნენ მიზანში, ადგილზე, სადაც შესაძლებელია ხალხი ყოფილიყო… იმის მიუხედავად, რომ ასეთი მოქმედების შედეგად იყო იმის ალბათობა, რომ მოქალაქეებს ზიანი მიდგომოდათ, პოლიციელები აგრძელებდნენ სროლას. ერთ-ერთი ასეთი გასროლის დროს, რომელიც დაახლოებით 15:30 წუთზე მოხდა, ტყვია გაუფრთხილებლობით ბავშვს მოხვდა”.

ბავშვის ნათესავები ამბობენ, რომ პოლიციელები აღარებენ ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ არ იციან, რომლის ტყვია მოხვდა ბავშვს, რადგანაც ძალიან მთვრალები იყვნენ.

უკრაინის დედაქალქში შს სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქტივისტებს ხელში ტრანსფარანტები ეკავათ წარწერით “პოლიცია ბავშვებს კლავს”. ისინი შს მინისტრის არსენ ავაკოვის გადადგომას ითხოვენ.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაში,,მაღალი სტანდარტის პირობებში მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე იყო მიღებული გადაწყვეტილება”-კობახიძე კალანდიას დაკავებაზე
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე – ჩვენი პარტიის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, რადგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ნამდვილად საეტაპო არჩევნებია