უკრაინაში მომავალ წელს არჩევები უნდა ჩატარდეს, ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინა შეიცვალა, წარსულში ეს იყო ძალიან კორუმპირებული ქვეყანა – გრემი

უკრაინაში მომავალ წელს არჩევები უნდა ჩატარდეს, – ამის შესახებ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკელმა სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან ლინდსი გრემმა განაცხადა.

„ჩემი დღევანდელი გზავნილი პრეზიდენტისადმი: გაოცებული ვარ იმით, რაც გააკეთეთ თქვენ და თქვენმა ქვეყანამ, ქალებმა და კაცებმა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ თქვენ მიიღოთ იარაღი, რათა შეძლოთ გამარჯვება ომში, რომელში დამარცხებასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ, თუმცა თქვენ ასევე ორი საქმე ერთდროულად უნდა გააკეთოთ. მომავალ წელს უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა ლინდსი გრემმა.

სენატორის თქმით, არჩევნები უნდა გაიმართოს, რუსეთის ინტერვენციის მიუხედავად.

„მინდა, ამ ქვეყანაში გაიმართოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, მასზე თავდასხმის დროსაც კი. ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინა შეიცვალა. წარსულში ეს იყო ძალიან კორუმპირებული ქვეყანა“, – განაცხადა ლინდსი გრემმა.

სენატორმა აღნიშნა, რომ ამერიკელები ყურადღებით ადევნებენ თვალს იარაღს და საშუალებებს, რომლებსაც უკრაინას აწვდიან. მისივე თქმით, დემოკრატიის ჩამოყალიბებაში მომდევნო ნაბიჯი არჩევნები უნდა გახდეს.

„ჩვენ თვალს ვადევნებთ თითოეულ დოლარს, იარაღის თითოეულ ერთეულს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი წვლილის შეტანას. კმაყოფილი ვარ, რომ უკრაინელები არ სარგებლობენ ამერიკელი ხალხით. ისინი ეხმარებიან ამერიკელ ხალხს. მიმაჩნია, რომ დროა, უკრაინამ გადადგას მომდევნო ნაბიჯი დემოკრატიის ჩამოყალიბებაში, კერძოდ კი – ჩაატაროს 2024 წელს არჩევნები“, – აღნიშნა სენატორმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებებისთვის რადას მედალი გადაეცა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ საზანოში 31 ნომრიანი სასტუმრო – “საზანოს ღვინო“ გაიხსნება