უკრაინაში მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა აგვისტოს ბოლომდე გახანგრძლივდა

უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია აგვისტოს ბოლომდე გახანგრძლივდა.

უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობა 25 მაისის 05:30 საათიდან კიდევ 90 დღის განმავლობაში უნდა იყოს ძალაში. საკითხს მხარი უმაღლესი რადას 320-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ასევე, საყოველთაო მობილიზაცია გახანგრძლივდა 23 აგვისტომდე. პრეზიდენტის ამ განკარგულებას მხარი დაუჭირა 315-მა დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაშიდროა, უკრაინასთან კეთილმეზობლობის შესახებ ახალი ხელშეკრულება დაიდოს – პოლონეთის პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაუკრაინაში რუსეთის მხარეზე ნეონაცისტები იბრძვიან – გერმანული დაზვერვა