უკრაინაში მინისტრ ბერბოკის კორტეჟს რუსული დრონი აედევნა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინაში 24 თებერვალს ჩავიდა მოლდოვეთიდან, რომლის საზღვართან უკრაინელი კოლეგა დმიტრო კულება დახვდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი იძულებული გახდა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში ვიზიტის პროგრამა შეეცვალა რუსული სადაზვერვო დრონის გამო. ამის შესახებ გერმანული ტელეკომპანია ZDF და გამოცემა Bild-ი იუწყებიან.

ბერბოკის თანმხლები გერმანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ერთ-ერთი ობიექტის სანახავად მიმავალი მინისტრის კორტეჟს რუსული მზვერავი დრონი აედევნა. ბერბოკთან ერთად მყოფი უკრაინელების სმარტფონებზე განგაშის სიგნალი ჩაირთო. გარკვეული დროის შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატი კორტეჟს ჩამოშორდა. ინციდენტის გამო უკრაინულმა მხარემ გერმანიის დელეგაციის წევრებს შესთავაზა ჯავშნიან ავტომანქანებში გადამსხდარიყვნენ. რამდენიმე საათში ბერბოკის კორტეჟმა უკრაინა დატოვა მოლდოვასთან საზღვრის გავლით.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საჰაერო განგაშის გამო, გარკვეული დრო ბომბსაფარში გაატარა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერის განცხადება
შემდეგი სტატიაბაიდენი უკრაინის დახმარების აუცილებლობაში კონგრესის დარწმუნებას კვლავ შეეცდება