უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია წარმოადგენს ყველასთვის ახალ გამოწვევას, რამეთუ ირღვევა ყველა საერთაშორისო ნორმა და პრინციპები, რაზეც აგებულია საერთაშორისო წესრიგი, უსაფრთხოების არქიტექტურა , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ყველასთვის შემაშფოთებელია ადამიანის უფლების უხეში დარღვევა, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ.
„უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია წარმოადგენს ყველასთვის ახალ გამოწვევას, რამეთუ ირღვევა ყველა საერთაშორისო ნორმა და პრინციპები, რაზეც აგებულია საერთაშორისო წესრიგი, უსაფრთხოების არქიტექტურა. ამდენად, ჩვენი ქვეყნების სუვერენული და ტერიტორიული პრინციპებიც ირღვევა კიდევ ერთხელ. ყველასთვის შემაშფოთებელია ადამიანის ყველა უფლების უხეში დარღვევა, რასაც დღეს ვხედავთ და რაც მიმდინარეობს უკრაინაში. უკრაინის გვერდით ვდგავართ და ვუცხადებთ სრულ სოლიდარობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.