უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი, სევერიონ დანგაძე გაათავისუფლეს

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი, სევერიონ დანგაძე გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Страна.ua ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, დანგაძემ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მან პეჩორსკის სასამართლოს შენობა დღეს დატოვა.

პარტია “ახალი ძალების მოძრაობის” წევრი სევერიონ დანგაძე უკრაინაში 2017 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. ის სახელმწიფო ღალატისა და დანაშაულებრივი დაჯგუფებების საქმიანობის ხელშეწყობის ბრალდებით იყო დაკავებული, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მტკიცებით, დანგაძე მიხეილ სააკაშვილსა და რუსეთში გაქცეულ ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოს შორის შუამავლის როლს ასრულებდა.

banner
წინა სტატიაშიშეწყვიტეთ ოთხმოცდაათიანებში მოზელილი პოსტსაბჭოური “გაგებით” თანამედროვე ცივილიზაციის ნორმების ჩანაცვლების ამაო მცდელობა!
შემდეგი სტატიაბორის ჯონსონს რუსი პრანკერები პაშინიანის სახელით ესაუბრნენ