უკრაინაში მეორდება ის სტილი, რაც საქართველოში გვინახავს – მარგველაშვილი რუსულ აგრესიაზე

“მეორდება ის სტილი, რაც ჩვენ საქართველოში გვინახავს” – საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად უკრაინაში იმყოფება, დღევანდელ რუსულ აგრესიას ოკუპანტების მიერ საქართველოში განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს ადარებს.

სწორედ რომ სამოქალაქო დასახლებები, პატარა სახლები, კორპუსები მთლიანად ჩამონგრეულია, რომელშიც არავითარი სამხედრო ლოგიკა არ არსებობს. ამ ამოხოცვის მიზანი იყო ჯერ ეს ერთი ტერორი, მეორე, სიძულვილი, მანიაკალური მდგომარეობა სიკვდილით და ხოცვით თრობის, და ბუნებრივია, ეს იყო დირექტივა, მათი უმაღლესი მთავარსადრლის რომ ეს ქვეყანა, ეს ერი არ არსებობს. ის სტილი, რაც ჩვენ გვინახავს სამწუხაროდ საქართველოში, ყველა იმ ტალღაში ქართველების ამოხოცვისა და ქართველთმოძულეობის, მეორდება ეს სტილი. 1989 წლის აპრილიდან რაც დაიწყო, რაც ჩვენ ვნახეთ ჩვენმა თაობამ, როდესაც ქალები ამოხოცეს რუსთაველის პროსპექტზე. ამ სტილის გაგრძელება იყო რაც მერე ვნახეთ 90-იანებში, სოხუმში, გაგრაში, მერე უკვე 2008 წელს ცხინვალის რეგიონში, – ამბობს მარგველაშვილი.

banner
წინა სტატიაშირუსეთი დონბასის დაცვაზე 8 წლის განმავლობაში საუბრობდა, ახლა ნიღბები მოხსნილია – ადგილობრივ მოსახლეობაში რუსეთის შესახებ ილუზიები გაქრა – პოდოლიაკი
შემდეგი სტატიარუსეთმა იარაღის 20% დაკარგა – სამხედრო ექსპერტი