უკრაინაში მებრძოლი ,,გიურზა,, : ქართველები ვალში არასოდეს რჩებიან (ვიდეო)

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 8, 2017 00:57

უკრაინაში მებრძოლი ,,გიურზა,, : ქართველები ვალში არასოდეს რჩებიან (ვიდეო)

უკრაინულმა ტელეარხმა ТСН-მა, უკრაინის მზვერავის დღესთან დაკავშირებით, დონბასის რეგიონში მებრძოლ ქართველ მზვერავებზე, ,,გიურზა,, და მამუკაზე, სიუჟეტი მოამზადა.
სიუჟეტში ქართველი მზვერავი მეტსახელად ,,გიურზა,, აცხადებს, რომ ის უკრაინაში ,,რუსულ სამყაროსთან,, საბრძოლველად წავიდა. ,,როდესაც მე მეუბნებიან ,,რუსული სამყარო,, შეხედონ აფხაზეთს და ცხინვალს… იქ ომის მერე ნანგრევებიღა დარჩა,, აცახდებს ქართველი მებრძოლი, რომელიც ასევე გულისტკივილით აღნიშნავს, რომ უკრაინაში ქართველი მებრძოლები უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე ზოგიერთი უკრაინელი.
,,არ ვიცი რატომ, მაგრამ უცხოელები უკრაინაში უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე ის უკრაინელები, რომლებიც ამ დრომდე სახლში ზიან და პატრიოტიზმს ფინჯან ყავასთან განიხილავენ… 1992 წელს, აფხაზეთის ომში ჩვენს მხარდამხარ ,,უნა-უნსოს,, ბატალიონი ,,არგო,, იბრძოდა… ჩვენ ამას არ ვივიწყებთ… ქართველები ვალში არასოდეს რჩებიან,, აცხადებს გიურზა.
სიუჟეტში საუბარია მეორე ქართველი მზვერავ მამუკაზე, რომელიც  ყმაწვილ შვილთან ერთად არის საომარი მოქმედებების ზონაში.
ვიდეო:

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 8, 2017 00:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,927
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics