ვინც მუქარას ნამდვილად მისრულებდა ყოველთვის დედაჩემი იყო, ხოდა დედა აღარაა,- უკრაინაში მებრძოლი არჩილ ხოფერია და ფარცხალაძის მუქარას პასუხობს.
,,გუშინდელი მუქარის საპასუხოდ ვიფიქრე, რა გამეცა პასუხი, ჩვენ, ქართველები ამდენ ჭირ-ვარამ და ომგამოვლილი ხალხი, ამდენი მტერი დაგვმუქრებია, ხოდა აი იმ მუქარის საპასუხოდ, რომ ჩვენ ტერორისტები ვართ და ერთი ქვეყნის კანონებით გაგვასამართლებენ – ჩვენი, ქართული პასუხი, ჩემი წინაპრების პასუხი, ვისაც 3 000 წელია. ხმალი არ გაუგდია – ყურებზე ხახვი არ დაგვაჭრათ!”,- ამბობს არჩილ ხოფერია.
“ისინი ომის დამნაშავეები არიან, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს თავიანთ ქმედებებზე და გასამართლდებიან რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად”,- თქვა ფარცხალაძემ გუშინ.








