უკრაინაში ლიკვიდირებულია რუსი სამხედრო, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის წამებაში მონაწილეობდა

უკრაინაში ლიკვიდირებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ალექსანდრე იაკუბოვსკი, რომელიც ასევე, მონაწილეობდა არჩილ ტატუნაშვილის წამებასა და მკვლელობაში.

შეგახსენებთ, 2008 წელს რუსეთის საოკუპაციო ჯარის შესაჩერებლად საქართველოს ხელისუფლებამ ერაყიდან სამხედრო დანაყოფი გამოიყვანა, მათ შორის იყო არჩილ ტატუნაშვილიც.

2018 წლის 22 თებერვალს რუსმა ოკუპანტებმა ის საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს, შემდეგ კი მოკლეს. მის ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ მას შინაგანი ორგანოები ჰქონდა ამოცლილი. არაერთგზის ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად, შინაგანი ორგანოები ამ დრომდე არ არის დაბრუნებული. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.

banner
წინა სტატიაშივერ დგებოდა, ყვიროდა… მედდა შევიდა საკანში, პამპერსი ესროლა და გავიდა – ანასტასია ზინოვკინას ამბავი
შემდეგი სტატიასაქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება