უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების მიერ ლიკვიდირებულია Z-პროპაგანდისტი, ცნობილი პუტინისტური ტელეგრამ-არხ «Записки Лешего»-ს ავტორი და შემქმნელი. ამ არხს 23 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.
პროპაგანდისტი უშუალოდ მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში და შტურმის დროს დაიღუპა. თავდაპირველად ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა, მაგრამ მისი გვამი იპოვეს და იდენტიფიცირებულია.