11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

უკრაინაში კორუფციის ბრალდებით საჰაერო ძალების და უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები დააკავეს

უკრაინის ჟიტომირის ოლქში საჰაერო ძალების ლოგისტიკის სარდალი და კიდევ ერთი მაღალჩინოსანი უსაფრთხოების სამსახურმა კორუფციის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები თვითმფრინავების თავშესაფრების მშენებლობის თანხების მითვისებაში და კორუფციაში არიან ბრალდებულები.

როგორც ცნობილია, დაკავებულები არიან უკრაინის საჰაერო ძალების ლოგისტიკის სარდალი, პოლკოვნიკი ანდრეი უკრაინცი და ჟიტომირის ოლქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, პოლკოვნიკი ვლადიმერ კომპანიჩენკო.

გავრცელებული ცნობით,  გასული წლის მაისში დამცავი კონსტრუქციების ასაგებად 1,4 მლრდ გრივნა (32 მლნ აშშ დოლარი) იყო გამოყოფილი. შემოწმების დროს სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა, პროექტი უსაფრთხოების ნორმებს არ შეესაბამებოდა, ხოლო კონსტრუქცია ავიაციის სათანადო დაცვას ვერ უზრუნველყოფდა. ასევე სამუშაოების შესრულების ფასი იყო ხელოვნურად გაზრდილი.

საქმის ფიგურანტები ქრთამის სახით 320 ათასი აშშ დოლარის გადაცემის ფაქტზე დააკავეს.

დაკავებულებს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაშივოლსკი: გვყავს მტრები, რომლებიც საქართველოს ნგრევას უპირებენ
შემდეგი სტატიატელეკომპანია “იმედს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ტოვებენ