უკრაინაში კონტრაფაქტული ალკოჰოლისგან 63 ადამიანი გარდაიცვალა

3უკრაინის საკვები პროდუქტებისა და მომსახურების უფლებების საკითხებზე სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ უკანასკნელი კვირის მანძილზე ფალსიფიცირებული ალკოჰოლისგან 140 ადამიანი მოიწამლა, მათგან 63 ლეტალური შედეგით დასრულდა.
ყველაზე მეტი მსხვერპლი – 49 ადამიანი, ხარკოვში დაფიქსირდა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მონაცემებით, მეთილის სპირტი 37 გარდაცვლილს აღმოუჩინეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მოწამლულთა უმეტესობამ ალკოჰოლი პატარა მაღაზიაში იყიდა. ის, ჩვეულებრივი ალკოჰოლისგან იაფად ღირდა. “ბიბისის” უკრაინული სამსახურის შეფასებით, აღნიშნული შემთხვევა იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში კრიზისია.
უკრაინელების 60% სიღარიბის ზღვარზეა – უკრაინის დემოგრაფიისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის მონაცემებით. გაეროს მონაცემებით, კი, იგივე ზღვარი 80%-ს აჭარბებს.

banner
წინა სტატიაშინობელის კომიტეტი ბობ დილანს ვერ ურეკავს
შემდეგი სტატიამერკელმა ბერლინში “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრა დანიშნა